29 ნოემბერი 2024,   20:52
ვრცლად
"საქართველო: შრომის საკანონმდებლო რეფორმა" - Human Rights Watch პარლამენტში ინიცირებულ შრომის კოდექსის რეფორმას ეხმაურება

Human Rights Watch საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ შრომის კოდექსის რეფორმას - "საქართველო: შრომის რეფორმის წარდგენა პარლამენტში" ეხმაურება.

"ამ კვირაში საქართველოს პარლამენტში ჩანიშნულია დაიწყოს მოსმენა შრომის კანონმდებლობაში ცვლილებების შესახებ. მიღების შემთხვევაში, კანონში დამატებები უფრო მეტად გააფართოებს მშრომელთა დაცვას და იქნება წინგადადგმული ნაბიჯი, რათა დაუახლოვოს საქართველოს შრომის კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებს და საუკეთესო პრაქტიკას," - ნათქვამია განცხადებაში.

Human Rights Watch-ის განცხადების თანახმად, მოცემული ინიციატივა მოიცავს შრომის ინსპექციის გაძლიერებას და სამუშაო დროს, ზეგანაკვეთური, ღამის სამუშაოს, სავალდებულო დასვენების უზრუნველყოფას და ცვლებს შორის დასვენებების მიმართულებით ახალი დაცვის ბერკეტებს ქმნის.

Human Rights Watch-ის წარმომადგენელ გიორგი გოგიას თქმით, შრომითი რეგულაციების ნაკლებობამ ქვეყანაში წარმოშვა ცუდი შრომითი პრაქტიკა, რამაც ათასობით მშრომელი რისკის ქვეშ დააყენა.

"პარლამენტმა უნდა  გადადგას სწორი ნაბიჯები და მიიღოს რეფორმები, რომელიც სასწრაფოდ არის საჭირო, რათა შეჩერდეს ღირსების შემლახავი პრაქტიკები და გაუმჯობესდეს მშრომელთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება," - აცხადებს Human Rights Watch-ის წარმომადგენლის გიორგი გოგია.

პარლამენტის ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 18 ივნისს დაიწყებს საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას. კანონი პლენარულ სხდომაზე მომდევნო კვირას გავა.

ორგანიზაციის განცხადებით, წლების მიერ წარმოებულმა დერეგულაციის პოლიტიკამ დატოვა დასაქმებულები ადეკვატური დაცვის გარეშე.

Human Rights Watch-ის მიხედვით, დასაქმებულებმა საქართველოში მაღალი ფასი გადაიხადეს დერეგულაციის, სუსტი შრომითი დაცვის და აღსრულების სტანდარტების გამო. ერთ-ერთი დამოუკიდებელი კვლევის მიხედვით, 2006 წლიდან სიკვდილიანობა დასაქმების ადგილზე 74 პროცენტით გაიზარდა, მათგან უმეტესობა მაღაროსა და მშენებლობის სექტორში.

2019 წლის ანგარიშში "არც ერთი წელი სიკვდილის შემთხვევათა გარეშე: წლების განმავლობაში განხორციელებულმა დერეგულაციის პოლიტიკამ რისკის ქვეშ დააყენა ქართველი მაღაროელები." Human Rights Watch აღწერს თუ როგორ შეუწყო ხელი სუსტმა შრომითი დაცვის კანონმდებლობამ და მწირმა სახელმწიფო ზედამხედველობამ მაღაროში სიცოცხლისთვის საშიშ მოპოვების პრაქტიკას. კვლევის მიხედვით, მშრომელები ზოგიერთ მაღაროში 12 საათიანი ცვლაში მუშაობდნენ, მათ შორის ღამით, 15 დღე შესვენების გარეშე, რამაც გამოიწვია დასაქმებულთა გადაღლა და გაზარდა ინციდენტების და დაშავებულთა რაოდენობა.

Human Rights Watch  ინტერვიუში მაღაროელები საუბრობენ თუ როგორ უწევთ სისწრაფეში მუშაობა საკმარისი დასვენების გარეშე, მშრომელები განიცდიან მაღალ წნეხს, ჭერის ჩამოქცევისას მის ქვეშ მოყოლილან, დაუკარგავთ კიდურები, დაჰბინდებიათ გონება ანდა შემთხვევით გადარჩენილან სერიოზული ინციდენტისგან.

მიუხედავად იმისა, რომ Human Rights Watch კვლევა ფოკუსირდება მაღაროსა და მანგანეცის მოპოვებით ინდუსტრიებზე, დერეგულაციის პოლიტიკა მშრომელთა უსაფრთხოების მიმართულებით უფრო ფართო პრობლემაა, რომელიც საქართველოს ეკონომიკის ყველა სექტორზე ვრცელდება.

2013 წლიდან საქართველომ ნელ-ნელა შეიმუშავა უფრო მეტად დამცავი კანონმდებლობა მშრომელებთან მიმართებით, მათ შორის, 2015 წელს შეიქმნა შრომის ინსპექცია, ხოლო 2019 წელს მისი მანდატი გავრცელდა სამუშაო ადგილებზე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მიმართულებით. 

მიუხედავად ამისა, შრომითი უფლებების რეგულაციები და ზედამხედველობა ჯერ კიდევ არ არის ახლოს საერთაშორისო სტანდარტებთან და საუკეთესო პრაქტიკებთან. შრომის ინსპექციას არ გააჩნია მანდატი უპასუხოს უფრო ფართო საკითხებს, როგორიცაა გადაჭარბებული სამუშაო დრო, წარმოების ზეწოლა და რთული სამუშაო პირობები. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, კანონი მიანიჭებს შრომის ინსპექციას გაცილებით მეტ დამოუკიდებლობას და აღასრულებს ყველა იმ სტანდარტს, რაც შრომის კოდექსით მოცემულია ქართულ კანონმდებლობაში.

საკანონმდებლო ინიციატივა ასევე მოიცავს სამუშაო დროს, ცვლას, შესვენებებს, ღამით მუშაობას, აწესებს ზედა ზღვარს ზეგანაკვეთურ სამუშაოზე, ასევე ქმნის მინიმალურ ზეგანაკვეთური ანაზღაურების სტანდარტს. კანონმდებლობა ასევე ქმნის მნიშვნელოვან გარანტიებს თანასწორი მოპყრობისა და დისკრიმინაციის საწინააღმდეგოდ. აქედან გამომდინარე, საკანონმდებლო ინიციატივა ამოავსებს იმ ნაპრალებს, რაც მშრომელთა დაცვის კუთხით არსებობს შრომის კანონმდებლობაში.

Human Rights Watch განცხადებით, სამთავრობო პოლიტიკა არ უნდა გადიოდეს  პროდუქტიულობის ზრდის ან/და წარმოების ხარჯების შემცირებით მშრომელთა ხარჯზე. სათანადო და ღირებული შრომისა და უსაფრთხოების სტანდარტები შესაძლებელია და უნდა იყოს ნაწილი წარმატებული ბიზნეს და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. ინდუსტრიები ზოგიერთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ და ავსტრალია, უფრო მეტად გაიზარდნენ მას შემდეგ, რაც სათანადო უსაფრთხოებისა და შრომითი რეგულაციები მიიღეს.

კომპანიებმა შესაძლოა ასევე დიდი ზარალი მიიღონ სუსტი რეგულაციებისა და შრომითი პრაქტიკის პირობებში. ხშირად სამუშაო ადგილზე სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველმა დაზიანებებმა გამოიწვიეს დროებითი დახურვა წარმოების, რამაც კომპანიები მიიყვანა ფინანსურ დანაკარგებამდე მანგანეცის და ქვანახშირის მაღაროებში.

ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტები გარანტიას აძლევს ყველას, რომ გააჩნდეს სამართლიანი და უსაფრთხო შრომის პირობები, გონივრული სამუშაო დრო, სათანადო ანაზღაურება, გადაადგილების თავისუფლება და პატივისცემა და დაცვა ოჯახის და პირადი ცხოვრების. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციების უმეტესი მათგანის რატიფიცირება საქართველოს არ მოუხდენია, ადგენს საერთაშორისოდ მიღებულ შრომის პირობებს, ზედამხედველობის და აღსრულების წესებს. საქართველომ ასევე აიღო ვალდებულება, აშშ-სთან და ევროკავშირთან შეთანხმებით გააძლიეროს შრომის კანონმდებლობა, ზედამხედველობის და აღსრულების სისტემები.

"მიდგომა, რომ საქართველოში მოხდეს ეტაპობრივად რეგულაციების დაწესება, მთლიანად არ ეხმიანება საქართველოში დასაქმებულთა დღიურ ყოფას, მათ დაუცველობას," - აცხადებს გოგია. მისივე თქმით, პარლამენტს აქვს შესაძლებლობა, შექმნას ახალი რეალობა მშრომელთა უფლებების დაცვის კუთხით და გამოასწოროს წარსულის შეცდომები".

დღის ამბები