29 ნოემბერი 2024,   20:47
ვრცლად
გამყრელიძისა და სხვა ექსპერტების რეკომენდაციები დაგვეხმარება თუ როგორ დავიცვათ ამომრჩევლების ჯანმრთელობა, როდესაც ისინი ოქტომბერში არჩევნებზე წავლენ - კელი დეგნანი

ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ამბობს, რომ პარლამენტში შეხვედრაზე განიხილეს ქვეყანაში კრიზისის პირობებში არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარება.

კელი დეგნანის თქმით, ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის, ამირან გამყრელიძის და სხვა ექსპერტების რეკომენდაციები დაეხმარება მათ ამომრჩევლის ჯანმრთელობის დასაცავად.

"ძალიან ინფორმატიული შეხვედრა იყო იმ ზომებზე და ნაბიჯებზე, რომლებიც უნდა მივიღოთ, რათა ვიყოთ მზად, ჩავატაროთ კარგი არჩევნები COVID-19-ის კრიზისის პირობებში. გამყრელიძისა და სხვა ექსპერტების რეკომენდაციები დაგვეხმარება, თუ როგორ  დავიცვათ ამომრჩევლების ჯანმრთელობა, როდესაც ისინი ოქტომბერში არჩევნებზე წავლენ," - აცხადებს კელი დეგნანი.

დღეს, პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრამდე 4 დღით ადრე, დიპლომატები არჩილ თალაკვაძეს ესტუმრნენ. ამერიკის, გერმანიის, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ელჩები საკანონმდებლო ორგანოში მმართველი გუნდის წევრებს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ. საუბარი შეეხო როგორც 8 მარტის შეთანხმებასა და საარჩევნო სისტემის შეცვლას, ასევე პანდემიის შესაძლო მეორე ტალღასთან გასამკლავებლად ჯანდაცვის უწყების სამომავლო გეგმებიც განიხილეს.

დღის ამბები