29 ნოემბერი 2024,   20:33
ვრცლად
20-21 ივნისს დაშავებული ჟურნალისტების საქმეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავს

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 20-21 ივნისს დაშავებული ჟურნალისტების საქმეს განიხილავს.

შეტყობინება საქმის წარმოებაში მიღების შესახებ, ადამიანის უფლებათა ცენტრმა ევროსასამართლოდან მიიღო.

ცენტრი სტრასბურგის სასამართლოსგან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეათე, მეთერთმეტე და მეცამეტე მუხლების დარღვევის დადგენას გულისხმობს.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა, აღნიშნული საქმის წარმოებაში მიღების მოთხოვნით, ევროსასამართლოს თებერვალში მიმართა.

"სტრასბურგის სასამართლოში, ამ საჩივრების განხილვას დრო დასჭირდება, თუმცა ეს არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც დაზარალებულებს დარჩათ. სამწუხაროდ, ჟურნალისტებს, რომლებიც დაზარალდნენ 20 ივნისის მოვლენების დროს, სხვა ბერკეტი არ გააჩნიათ, ისინი მოითხოვენ რომ ობიექტურად გაგრძელდეს გამოძიება და დამნაშავეები დაისაჯონ," - აღნიშნავს "ადამიანის უფლებათა ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი.

დღის ამბები