29 ნოემბერი 2024,   20:49
ვრცლად
გუდაურში მომხდარი გახმაურებული შემთხვევა - სალომე ტატიშვილის სი­ცო­ცხლის გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით მოსპო­ბაში ბრალდებული ქვეყანაში დააბრუნეს

12 წლის სალომე ტატიშვილის სი­ცო­ცხლის გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით მოს­პო­ბაში დამნაშავე ქვეყანაში დააბრუნეს. ჩეხეთიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავი ამ წუთებში დაეშვა. გუდაურში მომხდარი გახმაურებული შემთხვევის შემდეგ გიორგი ლიპარტელიანი სასამართლოს პირველმა ინსტანციამ გაამართლა, მეორემ კი დამნაშავედ ცნო. მას ქართული მხარე რამდენიმე წელი ეძებდა. ის ჩეხეთის რესპუბლიკაში 2020 წლის მარტში დააკავეს, რამდნეიმე დღეში კი ქართულ მხარესთან თანამშრომლობის შედეგად, მას წინა საექსტრადაციო პატიმრობა შეეფარდა და სამთვიანი მუშაობის შემდეგ, ის ქართულ მხარეს გადმოსცეს. ადგილზე პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. 

განაჩენის გამოტანის მომენტში ლიპარტელიანი უკვე უცხოეთში იმყოფებოდა, მას თავისუფლების აღკვეთა 3 წლით შეეფარდა. სალომე ტატიშვილი 2016 წლის იან­ვარ­ში გუ­და­ურ­ში სრი­ა­ლი­სას თხი­ლა­მუ­რებ­ზე მდგა­რი გი­ორ­გი ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნის და­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად ადგილზე გარ­და­იც­ვა­ლა.

ლიპარტელიანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით წარუდგინეს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

"მთავარი იყო სასამართლოს მიეღო ის სამართლიანი გადაწყვეტილება, რომელიც პირველ რიგში მიიღო სააპელაციო სასამართლომ და შემდეგ ეს გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ ძალაში მიიღო. ძალიან მნიშვნელოვანია, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება მოხდეს. შესაბამისად, ის რომ მისი დაკავება მოხდა, ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა ძებნაში არ ყოფილიყო და განაჩენის გამოცხადების შემდეგ, თავად გამოცხადებულიყო," - აცხადებს გარდაცვლილი ბავშვის დედა ნინო ჟვანია.

ვს სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი გაბოძე აღნიშნავს, რომ იყო ექსპერტიზის დასკვნები და მოწმეების ჩვენებები, რომლითაც ფაქტობრივად დასტურდებოდა ის ფაქტი, რომ ბრალდებული სალომე ტატიშვილს  დაეჯახა.

"იყო ექსპერტიზის დასკვნები და მოწმეების ჩვენებები, რომლითაც ფაქტობრივად დასტურდებოდა ის ფაქტი, რომ ბრალდებული დაეჯახა სალომე ტატიშვილს და ის გარდაიცვალა. ეს რა თქმა უნდა, ეს არ არის განზრახ ჩადენილი დანაშაული. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ვერ დადგინდა ის ფაქტი, რომლის მიხედვითაც მისი ნასვამ მდგომარეობაში ყოფნა დასტურდებოდა," - აღნიშნავს სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი გაბოძე.

შეგახსენებთ, 2017 წლის 29 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა გიორგი ლიპარტელიანი უდანაშაულოდ ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილება ბრალდების მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. გიორგი ლიპარტელიანი ამ დრომდე საზღვარგარეთ ცხოვრობდა. 

 

დღის ამბები