29 ნოემბერი 2024,   20:35
ვრცლად
ტრამპის მრჩეველი ამბობს, რომ პრეზიდენტმა მას რუსეთ-საქართველოს ომის ათი წლისთავზე კრიტიკული განცხადების გაკეთების უფლება არ მისცა

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი თავის წიგნში "ოთახი, სადაც ეს მოხდა – თეთრი სახლის მემუარები“ წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას რუსეთ-საქართველოს ომის ათი წლისთავზე კრიტიკული განცხადების გაკეთების უფლება არ მისცა.

ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ჯონ ბოლტონის მემუარების ამონარიდზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჯონ ბოლტონის თქმით, აღნიშნული ცხადყოფს, რომ ტრამპს პირადი საკითხების ოფიციალური საკითხებისგან განცალკევება უჭირს.

აშშ-ის ხელისუფლება სასამართლოს თხოვნით მიმართავს, ჯონ ბოლტონს მემუარების გამოქვეყნება აეკრძალოს. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის სარჩელში ნათქვამია, რომ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშვნისას ჯონ ბოლტონმა ხელშეკრულება გააფორმა აშშ-სთან, რომელზეც ახლა ცალმხრივად უარს ამბობს.

დღის ამბები