29 ნოემბერი 2024,   20:52
ვრცლად
ვინ გასცა ბრძანება, ისროდნენ თუ არა დამიზნებით, ეს მეორეხარისხოვანია, მთავარია, რომ  სამართალდამცავმა სისტემამ ქვეყანას აარიდა დიდი დესტაბილიზაცია - პრემიერი 20 ივნისზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც მისი შს მინისტრობის დროს, 20 ივნისს განვითარდა, დაკითხვაზე ორჯერ იმყოფებოდა.

გახარიას თქმით, მეორეხარისხოვანია ის თემები, თუ ვინ გასცა ბრძანება და ესროდნენ თუ არა სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს დამიზნებით, პრემიერს მიაჩნია, რომ სამართალდამცავმა სისტემამ ერთი წლის წინ ქვეყანას დიდი დესტაბილიზაცია და არეულობა აარიდა:

"ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ორჯერ ნამდვილად ვარ ნამყოფი დაკითხვაზე. სამწუხაროდ, უკვე 8 თვე გავიდა, რაც შინაგან საქმეთა მინისტრი აღარ ვარ და რაღაცები მეხსიერებაში ხომ იცით, იშლება. 20 ივნისთან დაკავშირებით უამრავი სხვადასხვა კითხვა იქნება - ვინ გასცა ბრძანება, ისროდნენ თუ არა დამიზნებით თუ არ ისროდნენ - ეს ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი. ჩემთვის მთავარი არის ის, რომ 20 ივნისს ერთი წელი გავა, ორი წელი გავა თუ ბევრი წელი გავა ამის შემდგომ, ეს იყო ქმედება, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ ქვეყანას აარიდა დიდი დესტაბილიზაცია და არეულობა. ეს იყო პარლამენტზე, სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმი, რომელიც შსს-მ, მისმა თითოეულმა თანამშრომელმა და მთლიანად სამართალდამცავმა სისტემამ არ დაუშვა," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები