29 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
5 ახალი შემთხვევა - ინფიცირებულთა რაოდენობა 893-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა  5-ით გაიზარდა და  893 შეადგინა. ინფორმაცია stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა.

ჯერჯერობით უცვლელი რჩება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა  და ამ დროისთვის 731-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2710  ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 267.

ქვეყანაში COVID-19-ის ინფექციით 14 პაციენტი გარდაიცვალა.

დღის ამბები