საქართველოს პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმასთან დაკავშირებით, "დელოიტის" ნიუ-იორკის ოფისის ექსპერტებმა მთავრობის ეკონომიკურ გუნდს პირველი პრეზენტაცია წარუდგინეს.
საერთაშორისო კონსულტანტებმა ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართული შეხვედრისას აღნიშნეს, რომ საქართველოს თითოეული ნაბიჯი პანდემიის დროს ემყარებოდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და გამოცდილებას.
შეხვედრისას აღინიშნა, რომ დღეს, როდესაც მსოფლიო ახალი რეალობის წინაშეა და საუბარია ბიზნესების დივერსიფიკაციაზე, საქართველოს აქვს კარგი შესაძლებლობები, როგორც მიღწევების, ისე საერთაშორისო რეიტინგების გათვალისწინებით, რომ გახდეს კიდევ უფრო მიმზიდველი საინვესტიციო პლატფორმა.