6 ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა თავდასხმას კოლუმბიაში. შემთხვევა ქვეყნის ცენტრალური რეგიონში მოხდა.
სამხედროები ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ პროფესიულ საქმიანობას ასრულებდნენ, რა დროსაც მათ კრიმინალური დაჯგუფება თავს დაესხა. დაშავდა 8 სამართალდამცველი.
კოლუმბიის პოლიცია თავდამსხმებელის დაკავების შესახებ ინფორმაციას ამ დრომდე არ ავრცელებს.