29 ნოემბერი 2024,   20:44
ვრცლად
დონალდ ტუსკი საქართველოს ხელისუფლებას გიორგი რურუას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

"ევროპის სახალხო პარტია" საქართველოს ხელისუფლებას გიორგი რურუას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. "ტვიტერზე" განცხადებას პარტიის პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ავრცელებს.

ევროპის საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი რურუას ციხეში ყოფნის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და ხელისუფლებას 8 მარტს მიღწეული შეთანხმების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებს.

"ევროპის სახალხო პარტია" ასევე, მოელის, რომ საქართველოში მოახლოებული საარჩევნო კამპანია ამომრჩეველთა მოსყიდვის, დაშინებისა და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების გარეშე ჩატარდება.

დღის ამბები