29 ნოემბერი 2024,   21:27
ვრცლად
დექსამეტაზონის გამოყენება მძიმე ავადმყოფებში გარკვეულად იძლეოდა დამაიმედებელ შედეგებს - თენგიზ ცერცვაძე

რემდესევირის, პლაქვენილის და სხვა ცნობილი მედიკამენტების შემდგ ამჯერად საზოგადოების და მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთი მედიკამენტი აღმოჩნდა - დექსამეტაზონი, რომელიც სხვადასხვა დაავადების დროს ფართოდ გამოიყენება.

წამლის შესახებ კვლევა ბრიტანელმა მეცნიერებმა დადეს და დაასკვნეს, რომ კორონავირუსით დაავადებული გარკვეული კატეგორიის პაციენტებში, მათთან, ვისაც სუნთქვის გაძნელება აქვს, წამალი ეფექტიანია და სიკვდილიანობას 40%-მდე ამცირებს.

პროტოკოლში ოფიციალურად წამალი არ არის, თუმცა კოვიდინფიცირებულ პაციენტებში, მხოლოდ კრიტიკული პირების შემთხვევაში იყენებენ.

დექსამეტაზონის "კოვიდ-19"-ის წინააღმდეგ ეფექტურობაზე ისაუბრა დღეს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ. 

"დექსამეტაზონი არის ჰორმონი და მას, როგორც სხვა მედიკამენტს აქვს უკუმაჩვენებლები. მისი გამოყენება არ შეიძლება ქრონიკული დაავადებების დროს, მაგალითად, როგორიც არის შაქრიანი დიაბეტი, რადგან ჯანმრთელობას კიდევ უფრო მეტად ამძიმებს.

თენგიზ ცერცვაძის თქმითვე, მედიკამენტის თვითნებურად გამოყენება არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან შესაძლოა მან იმუნიტეტის დაქვეითება გამოიწვიოს.

"დექსამეტაზონი და სხვა კორტიკოსტეროიდები, პრედნიზოლონი, მეთიპრედნიზოლონი და სხვა, ეს ერთი ჯგუფია მედიკამენტების, საქართველოშიც და ყველა ქვეყანაში ფართოდ გამოიყენება.

კვლევამ უჩვენა, რომ გარკვეულ პროცენტში მძიმე ავადმყოფებში ის იძლეოდა კარგ, დამაიმედებელ შედეგებს.

დაავადების დასაწყისში, როცა ციტოკინუსტორმი არ არის გამოხატული, ამ დექსამეტაზონის და სხვა კორტიკოსტეროიდების გამოყენება არ არის სასურველი და მიზანშეწონილი, მაგრამ მძიმე ავადმყოფებში მათი გამოყენება გამოდგა კარგი, ანუ მან შეამცირა ვთქვათ, ლეტალობის მაჩვენებლები," - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

დღის ამბები