29 ნოემბერი 2024,   21:25
ვრცლად
საბურთალოს ოლქში შესაძლოა თაკო ჩარკვიანის კანდიდატურა წარადგინონ 

პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი არ გამორიცხავს, რომ მისი კანდიდატურა თბილისში, საბურთალოს ოლქში იქნეს წარდგენილი. ამასთან თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ ის არ მონაწილეობს ლეიბორისტების ოფისში მიმდინარე მოლაპარაკებებში და კონსულტაციებს მხოლოდ "ძალა ერთობაშიას" ოფისში გადის:

"ჩვენ დიდ ომში ვართ, არცერთი მანდატი პუტინს, მე ვთქვი, რომ შეთანხმებას არ ვაპირებ არავისთან და კონსულტაციების გავლას იმ გაფართოებულ მაგიდასთან ლეიბორისტების ოფისში. კონსულტაციას გავდივართ "ძალა ერთობაშიას" ოფისში. არ არის გამორიცხული ვნახოთ, შეიძლება იყოს საბურთალოს რაიონი,"- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

დღის ამბები