29 ნოემბერი 2024,   22:29
ვრცლად
"საინტერესო მექანიზმი მოვიფიქრეთ 8 ოლქის გადანაწილების" - ოპოზიციურ რვიანში სავარაუდოდ იქნება გიორგი ვაშაძე და არ იქნება ალეკო ელისაშვილი 

მომდევნო ორი დღის განმავლობაში ოპოზიცია უკვე საბოლოო გადაწყვეტილებას გაასაჯაროვებს, თუ ვინ იქნებიან მაჟორიტარობის კანდიდატები დედაქალაქში.

კონსულტაციები ამ საკითხზე ბოლო ეტაპზეა. უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ  თბილისის ერთ-ერთ ოლქში კანდიდატი იქნება გიორგი ვაშაძე, 2 კანდიდატი ეყოლება "ევროპულ საქართველოს." თბილისში იყრის კენჭს შალვა ნათელაშვილიც.

"მივდივართ შეთანხმების გზით ოპოზიციის ერთიანობა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ქართული ოცნების დამარცხებისთვის. პარასკევს დაველოდოთ და ვნახოთ ვინ იქნება კანდიდატი.  არ გამოვრიცხავ, შეიძლება,"-აცხადებს "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე.

გიორგი ვაშაძე ვარაუდობს, რომ ოპოზიციური რვიანში ალეკო ელისაშვილი არ იქნება:

"ეს ალეკო ელისაშვილს ჰკითხეთ, სავარაუდოდ არა, მაგრამ ჰკითხეთ ალეკო ელისაშვილს. ჩვენ საინტერესო მექანიზმი მოვისმინეთ ზოგადად ამ 8 ოლქის გადანაწილებასთან დაკავშირებით და ამას ნახავთ პარასკევს,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები