29 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
ბოლო 24 საათში კორონავირუსით ​სომხეთში 8 ადამიანი გარდაიცვალა, აზერბაიჯანში კი 4

პანდემიის ეპიცენტრი 2 მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევით კვლავ ამერიკის შეერთებული შტატებია.

ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა ბრაზილიაშიც. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსი 35 ათასამდე პირს დაუდასტურდა. შეერთებული შტატების შემდეგ ბრაზილია, როგორც კოვიდინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

გადაადგილებაზე შეზღუდვებს აწესებს პეკინი და განგაშის მეორე დონეს აცხადებს. ქალაქში ვირუსის მეორე ტალღის გამო უკვე 29 უბანია კარანტინში მოქცეული.

რუსეთში გარდაცვლილთა რიცხვმა 7 200-ს გადააჭარბა. მოსკოვის მცხოვრებლებს, საგამოფენო სივრცეებში, მუზეუმებში სტუმრობის უფლება თითქმის სამთვიანი პაუზის შემდეგ, პირველად დართეს. ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე 4 800-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა თურქეთში. ბოლო 24-საათში სომხეთში ვირუსს კიდევ 8, აზერბაიჯანში კი 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დღის ამბები