29 ნოემბერი 2024,   21:52
ვრცლად
9 ახალი ინფიცირებულიდან ერთის წყარო უცნობია, 2 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, 6 კი საკარანტინო სივრციდანაა - მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, დღეს გამოვლენილი 9 ახალი ინფიცირებულიდან 2 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, 6 საკარანტინო სივრციდანაა, ხოლო ერთის წყარო ჯერ უცნობია.

 "ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 143 პაციენტი მკურნალობს. 9 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 2 გახლავთ დაავადებულთან კონტაქტი, 6 გახლავთ საკარანტონო სივრციდან, ყველა შემოტანილი შემთხვევაა და ამ 6-დან 3 სატვირთო ავტომანქანების მძღოლები არიან. მხოლოდ 1 შემთხვევაა, რომლის წყაროს მოძიებაც გრძელდება," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელებული 7 პაციენტი მათი ცენტრიდანაა.

7-ვე ახალი გამოჯანმრთელბული ჩვენი ცენტრის გამოჯანმრთელებულები არიან, შვიდივემ დატოვა გუშინ ჩვენი ცენტრი და დღეს გვყავს 28 კოვიდდადასტურებული პაციენტი. 2 ახალი შემთხვევა მკურნალობს ჩვენთან. ორივე არის შემოტანილი შემთხვევა, ერთი არის რუსეთიდან, მეორე სომხეთიდან. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ჩვენ გვყავს ერთი მძიმე ავადმყოფი, რომლის მდგომარეობაც მკვეთრად გაუმჯობესებულია, მაგრამ ჯერჯერობით მძიმე პნევმონია გვრჩება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

დღის ამბები