29 ნოემბერი 2024,   21:50
ვრცლად
საქართველოში COVID-19-ის 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - გამოჯანმრთელდა კიდევ 7 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 7 -ით გაიზარდა და მათი საერთო მონაცემი ამ დროისთვის 731-ს შეადგენს. 

ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდზე stopcov.ge რამდენიმე წუთის წინ განახლდა. 

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 9 ინფიცირებულით გაიზარდა და მონაცემი ამ დროისთვის 888-ს შეადგენს. 

რაც შეეხება კარანტინის რეჟიმში მყოფ ადამიანებს, მათი რაოდებობა 2 710-ია. ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 267 მოქალაქე რჩება.

ქვეყანაში COVID-19-ის ინფექციით 14 პაციენტი გარდაიცვალა.

დღის ამბები