29 ნოემბერი 2024,   20:40
ვრცლად
ომბუდსმენი უყურებს ცალმხრივად ამ ყველაფერს და სახელმწიფო თემიდან არ გამოდის - გიორგი ვოლსკი 20 ივნისის აქციაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკიმ ომბუდსმენის სპეციალურ ანგარიშს, სადაც 2019 წელს აქციების დაშლის პროცესი არის გაკრიტიკებული, ცალმხრივი უწოდა. მისი შეფასებით, 20 ივნისის აქცია სახელმწიფო სტრუქტურებზე შეტევა იყო.

"თქვენ არ გახსოვთ, რომ 2 საათის განმავლობაში არა აქცია, არამედ შეტევა მიმდინარეობდა. რა მოლაპარაკება - არც აპირებდა პოლიცია არანაირ თავდასხმას და შეტევაზე გადასვლას. ყვითელი ჟილეტები ახსენეს - არცერთ სახელმწიფო უწყებებზე ყვითელ ჟილეტებს შეტევა არ მიუტანიათ და მიუხედავად იმისა, ძალიან მძიმე შედეგებით დამთავრდა სამოქალაქო პირებისა და პოლიციელებისთვისაც. 2 საათის განმავლობაში, ჟურნალისტების და სახალხო დამცველის თვალწინ ხდებოდა პოლიციელებისთვის ეკიპირების გამოგლეჯა და დაუნდობელი ცემა. სახელმწიფო რაზეც დგას, იმის მორღვევა რომ ხდება, რეალურად, რევოლიციური პროცესი რომ იწყება, სპეცდანიშნულების რაზმს არ სჭირდება საგანგებო ბრძანება იმისთვის, რომ დაიცვას.

თვალებდათხრილი ადამიანები ვიხილეთ, როცა ძალის გამოყენება არის გარდაუვალი აუცილებლობა, რასაკვირველია, იქ მოხდა ის უბედური შემთხვევა, რომელიც პირადად ჩემი და ჩემი მეგობრების ცხოვრებას გაჰყვება. საკმაოდ მძიმე ემოციურ მდგომარეობაში ვვარდები, მაგრამ ჯახის ასეთი ორგანიზატორები, მგონია, რომ ნაკლებად გყავთ თქვენ და სახალხო დამცველს დასახელებული, როგორც ამ შედეგის პროვოკატორები, ამას არ ახსენებთ, პოლიციელების თავის ქალის ჩატეხილობა რომ აქვთ, არც ერთხელ არ გითქვამთ.

იგივე პარლამენტში არ შეშვება, გამოკიდება, ბულინგი ადამიანებისა და ადამიანები, რომლებიც გაცილებულები არიან მშვიდობიანი აქციის ფორმას და თქვენც ზუსტად იცით, რომ მათ შორის დგას კონკრეტული პოლიტიკური ძალა.

ომბუდსმენი უყურებს ცალმხრივად ამ ყველაფერს და სახელმწიფო თემიდან არ გამოდის"-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

დღის ამბები