29 ნოემბერი 2024,   20:28
ვრცლად
საერთაშორისო სტანდარტების რეკომენდაციებით გაფრთხილება შესაძლებელია არ განხორციელდეს - შს მინისტრის მოადგილე 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებით ომბუდსმენის კრიტიკას არ ეთანხმება

სახალხო დამცველის მხრიდან შსს-ს კრიტიკას და უწყების მიმართ რეკომენდაციებს, შს მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილი "ღამის კურიერის" ეთერში გამოეხმაურა.

ომბუდსმენის შეფასებას, რომ უწყებამ 20 ივნისის აქციის დაშლისას დემონსტრანტებს მკაფიოდ არ უთხრა, რომ ძალის გამოყენებას აპირებდა და არ იქნა შესაბამისი დრო მიცემული, ნინო ცაციაშვილი არ ეთანხმება.

მინისტრის მოადგილის თქმით, არც საქართველოს კანონმდებლობა და არც საერთაშორისო სტანდარტები დაშლის წინ გაფრთხილებას არ მიიჩნევს აუცილებლად, თუ არსებობს სამართალდამცავის მიმართ მომატებული რისკი, ან სხვა პირთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რეალური საფრთხე ემუქრება:

"ნებისმიერი ადამიანი, რომელიც პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალ-ყურს იმ ძალადობრივ ქმედებებს, რასაც ადგილი ჰქონდა პოლიციის მიმართულებით აქციის მონაწილეთა მხრიდან, წესით ეს კითხვები არ უნდა ჩნდებოდეს. თუმცა, ვინაიდან მკითხეთ, შევეცდები, რომ ძალიან დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოთ, ზოგადად საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, საერთაშორისო სტანდარტების და ეუთოს რეკომენდაციებით გაფრთხილება შესაძლებელია არ განხორციელდეს, როდესაც არსებობს სამართალდამცავის მიმართ მომეტებული რისკი, ან სხვა პირთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის ხელყოფის რეალური საფრთხეა. იმ მასშტაბების ძალადობის ინტენსივობის გათვალისწინებით, რასაც ჩვენ თვალს ვადევნებდით 20 ივნისს, ალბათ ლოგიკური კითხვა აღარ უნდა იბადებოდეს,"- განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

მისი თქმით, აქციის დაშლამდე გაკეთდა შესაბამისი განცხადებები, როგორც შსს-ს ასევე თბილისი მერიის მხრიდანაც:

"შსს კონკრეტული ძალადობრივი ქმედების განხორციელებამდე არაერთხელ გააფრთხილა საზოგადოება, მათ შორის, ქალაქის მერიის, მაშინდელი შს მინისტრის, შსს-ს ორი განცხადების საფუძველზე იკვეთებოდა ის გარემოებები, თუ  ძალადობრივი ქმედებები განხორციელდებოდა, აქციის მონაწილეთა მიერ, პოლიცია იმოქმედებდა კანონის საფუძველზე და გამოიყენებდა ლეგიტიმურ ზომებს,"- აღნიშნა ნინო ცაციაშვილმა.

დღის ამბები