29 ნოემბერი 2024,   20:29
ვრცლად
ომბუდსმენის შეფასებით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა აქციების მართვასა და დაშლისას კანონმდებლობის გაუმართაობაა

სახალხო დამცველმა "ღამის კურიერში" იმ სპეციალური ანგარიშის დეტალებზე ისაუბრა, რომელსაც ის  ახლო მომავალში წარადგენს და რომელიც შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს სამართალდამცავების ქმედებასა და საკანონმდებლო ხარვეზებს ეხება.  ნინო ლომჯარიას თქმით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რაც შეეხება აქციების მართვას და დაშლას, არის კანონმდებლობის გაუმართაობა.

"გვაქვს პრობლემა, როგორც მოძველებულ კანონმდებლობასთან, რომელიც ვერ პასუხობს დღეს არსებულ გამოწვევებს რაც უკავშირდება კონტრაქციებს, სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენებას აქციებზე, პრობლემა გვაქვს სისტემაშიც, შსს-ს შიდა სისტემაში შევაფასეთ შიდა დოკუმენტაციები, როგორ მომზადებას გადიან. პრობლემა რაც დავინახეთ, არის რომ 20 ივნისის აქციის დაშლაში მონაწილეობას ღებულობდა შსს-ს სხვადასხვა დეპარტამენტი - გდდ, კრიმინალური პოლიცია, ობიექტების დაცვის დეპარტამენტი, დაცვის პოლიცია, წვევამდელები, რომელთა დანიშნულება და ფუნქციები განსხვავდება სხვადასხვა მომზადება აქვთ და სხვადასხვა ცოდნა.  მივიღებთ არაკორდინირებულ მოქმედებებს, იმიტომ რომ მათ არ აქვთ ერთგვაროვანი ცოდნა გავლილი, როგორ უნდა მართონ აქციები, რომ ადამიანის უფლებების დარღვევა იყოს მაქსიმალურად აცილებული. გვაქვს რეკომენდაცია, რომ შსს-ში უნდა მოხდეს ერთი დანაყოფის ჩამოყალიბება ან ყველა ის დანაყოფი, რომელიც იღებს მონაწილეობას აქციის მართვაში და დაშლაში, მათ უნდა ქონდეთ ერთი სტანდარტით გავლილი მომზადება,"- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისივე თქმიტ,  ის რომ, არ ხდება ზეპირი ბრძანების დოკუმენტურად ასახვა, შიდა რეგულაციების პრობლემაა. სამართალდამცევი უწყების დოკუმენტაციაში  კი, არ ჩანს დასაბუთება, თუ რატომ მიიჩნიეს გამოხატვის უფლება ნაკლებ მნიშვნელოვნად.

დღის ამბები