29 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში მთელი რიგი ცვლილებები უნდა შევიდეს - სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია "ღამის კურიერში" სტუმრობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს და საკანონმდებლო ორგანოს რეკომენდაციებით მიმართავს.

ლომჯარია შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე საუბრობს.

"პირველ რიგში შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში მთელი რიგი ცვლილებები უნდა შევიდეს. ასევე დასარეგულირებელია კონტრაქციების საკითხები. დასარეგულირებელია სპონტანური აქციების საკითხები. ორგანიზატორის ცნება საერთოდ გაუგებარია, რადგან ხშირ შემთხვევაში ორგანიზატორი საერთოდ არ ჰყავს აქციას და შეიძლება სპონტანურად ძალიან ბევრი ადამიანი იყოს ორგანიზატორი. ასევე გამიჯვნა ფუნქციების, მერიას, მთავრობას და პოლიციას შორის, ვის რა მოვალეობა აქვს. დღეს იმდენად ქაოტურია ეს კანონმდებლობით, რომ პრაქტიკაში ამისი განხორციელება რთულად ხდება ხოლმე. ჟურნალისტებთან დაკავშირებით კანონში ჩვენს კანონში მოძველებული ჩანაწერია, რომ დაცვის უფლებით სარგებლობს ის ჟურნალისტი, რომელსაც აქვს ამომცნობი ნიშანი, თუმცა რას ნიშნავს ეს ამომცნობი ნიშანი?! ვინ გასცემს ამომცნობ ნიშანს?! ნებისმიერი პირი, რომლესაც შეიძლება ტელეფონი უჭირავს ხელში და პუბლიკაციებს აქვეყნებს შეიძლება ჩავთალოთ ჟურნალისტად. სად ყოფნის უფლება აქვს ჟურნალისტს, რა შემთხვევაში არ აქვს უფლება რომ იქ იმყოფებოდეს, ეს ყველაფერი დაურეგულირებელია," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.  

დღის ამბები