29 ნოემბერი 2024,   20:43
ვრცლად
ხშირ შემთხვევაში პოლიციას გაუჭირდა აქციის სწორად მართვა - ომბუდსმენი

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია "ღამის კურიერში" სტუმრობისას სპეციალურ ანგარიშზე საუბრობს, რომელსაც რამდენიმე დღეში გაასაჯაროვებს.

ლომჯარია აცხადებს, რომ ბოლო წლებში საქართველოში პოლიციელების მხრიდან აქციების დაშლა პრობლემატური საკითხია.

ლომჯარია ასევე საუბრობს იმ რეკომენდაციებზე, რომელიც უნდა გაითვალისწინონ სამართალდამცველებმა აქციებზე ყოფნისას.

"უნიკალური ანგარიშია, რომლესაც უახლოეს დღეებში გავასაჯაროვებ. ჩვენ აქციების  მართვა საქართველოში შევაფასეთ არამხოლოდ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტიდან, არამედ ვნახეთ და შევაფასეთ თავად პოლიციას რამდენად აქვს გამართული  სისტემა, სტრუქტურა იმისათვის, რომ ადამიანის უფლებების დარღვევის გარეშე მაქსიმალურად აიციოლონ თავიდან ადამიანის უფლებების დარღვევა და შეძლონ კრიზისულ სიტუაციებში აქციების მართვა. ჩვენ ბოლო ორ წელს თუ შევხედავთ, საქართველოში საკმაოდ პრობლემატური იყო, სხვადასხვა ტიპის აქციები გაიმართა, ხშირ შემთხვევაში პოლიციას გაუჭირდა აქციის სწორად მართვა. პირველი პრობლემატური საკითხი არის კონტრაქციები. კონტრაქცია, ზოგადად, გულისხმობს იმას, რომ ორი მშვიდობიანი სხვადასხვა ჯგუფი ერთად ან პარალელურად ძალიან ახლოს აპროტესტებს სხვადასხვა ფაქტს, მაგრამ როდესაც ერთი ჯგუფი ხდება ძალადობრივი და მისი იქ შეკრების მიზანი არის საკუთარი აზრი ან პროტესტი გამოხატოს, არამედ ხელი შეუშალონ მეორე მშვიდობიანი აქციის ჩატარებას, ამ შემთხვევაში ეს ადამიანები არ სარგებლობენ შეკრების თავისუფლებით, ამიტომ პირველი შემთხვევა რასაც პოლიცია და ხელისუფლება უშვებს ხოლმე არის რომ ამ ორი ძალადობრივი და არაძალადობრივი აქციის ერთ ჭრილში განხილვა ხდება ხოლმე.

საჭიროა საჯაროდ შეფასება და წინასწარ გაფრთხილება, რომ სახელმწიფო იცავს მშვიდობიან გამოხატვის ფორმებს.  ხშირად მოგვისმენია შეფასება როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ისინი დაიცავდნენ ორივე შეკრების მონაწილეთა უფლებებს,  მაშინ როდესაც ერთ-ერთი შეკრების ორგანიზატორებს უკვე ჰქონდათ გაკეთებული ძალადობრივი განცხადება. როდესაც ძალდობრივი განცხადებები წინასწარ კეთდება, ძალადობის რისკების შეფასება უნდა მოხდეს, უსაფრთხოების ზომები წინასწარ უნდა იყოს გაფრთხილებული," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

დღის ამბები