29 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
რა ინფორმაცია მიაწოდეს მამუკა არეშიძეს დაკავებულ ვასამბეგ ბოკოვზე უკრაინაში ინგუშური სათვისტომოდან - არეშიძე "ღამის კურიერში" დეტალებზე საუბრობს

სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე "ღამის კურიერში" სტუმრობისას აცხადებს, რომ მას ჰქონდა ჰქონდა კომუნიკაცია უკრაინაში ინგუშურ სათვისტომსთან და სუს-ის მიერ დაკავებულ ვასამბეგ ბოკოვზე ინფორმაცია მიაწოდეს.

მამუკა არეშიძის განცხადებით, მიწოდებული ინფორმაციით, ბოკოვი არ არის აქტიური ადამიანი და განსაკუთრებით არაფრით გამოირჩეოდა.

კითხვაზე-  რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლები საქართვერლოში თავს კომფორტულიად გრძნობენ- არეშიძე აცხადებს, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა ამაზე არ მიუთითებს.

"ეს კონკრეტული შემთხვევა სხვანაირია. ქილერი რომ ასე  უბან-უბან დადიოდეს და იარაღს ითხოვდეს, ეს უკვე სასაცილოა. ქილერი, რომელიც ამხელა ფიგურის მიერ არის ხელდასმული. რაღაც არარეალურად გამოიყურება ეს ყველაფერი. რა გარანტია ჰქონდა მას, რომ ვისაც მიადგებოდა იარაღის საყიდლად, ის არ იქნებოდა,  ვთქვათ ინფორმატორი სპეცსამსახურების. თვითონ ამ პიროვნების ყოფნა საქართველოში, მისი გადაადგილება, მისი კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან, ძალიან ბევრ ადამიანთან ჰქონდა კომუნიკაცია. ბევრგან დატოვა თავისი კვალი. მე არ გამოვრიცხავ, რომ მის უკან სხვებიც იდგნენ. თვითონ ეს არ ტოვებს დავალების შემსრულებლის შთაბეჭდილებას," - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 12 ივნისს თბილისში განხორციელებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

პარალელურად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ ვასამბეგ ბოკოვის დაკავება შეკვეთით მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოხდა.

დღის ამბები