29 ნოემბერი 2024,   20:26
ვრცლად
საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბრამდე თუ შემდეგ - ოპოზიცია მმართველ გუნდს პოლიტიკურ სპეკულაციებსა და პანდემიით მანიპულირებაში ადანაშაულებს

საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბრამდე თუ შემდეგ - წლის მთავარ პოლიტიკურ მოვლენასთან დაკავშირებული დილემა დღეს კიდევ უფრო გამოიკვეთა, როცა რომან კაკულიამ თქვა, რომ საპარლამენტო არჩევნების 31 ოქტომბრამდე ჩატარების მომხრეა. დღემდე მისი თანაგუნდელები არჩევნების შესაძლო ვადად დეკემბერსაც კი არ გამორიცხავდნენ. დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ დღეს ღიად თქვა, რომ გუნდისთვის ხელსაყრელია, თუკი არჩევნები დაგეგმილზე ადრე ჩატარდება.

უმრავლესობის წევრის ამ განცხადებამ ოპოზიცია პოლიტიკურ სპეკულაციებსა და პანდემიით მანიპულირებაზე კიდევ ერთხელ აალაპარაკა. არჩევნების თარიღის შეცვლას საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდება. ხელისუფლების ოპონენტები კი მიიჩნევენ, რომ კონსტიტუციის ჩანაწერი არჩევნების ვადებთან დაკავშირებით არ უნდა შეიცვალოს და ამომრჩეველმა საკუთარი ფუნდამენტური უფლების გამოყენება დათქმულ ვადებში უნდა შეძლოს.

დამოუკიდებელ დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ მმართველი გუნდის ლიდერებს არჩევნების თარიღის შესაძლო ცვლილებაზე დისკუსია შემთხვევით არ დაუწყიათ. ეჭვობენ, რომ მათი ყოფილი თანაგუნდელები საარჩევნო თარიღის შეცვლას გეგმავენ და ამ საკითხს დღის წესრიგში პარლამენტში საკონსტიტუციო პროექტის განხილვის დროს დააყენებენ. მათი ვარაუდით, ამით საფრთხე შეექმნება 8 მარტის შეთანხმებას, თავად პროექტის ჩაგდების რისკები კი გაიზრდება.

სახელისუფლებო პარტიის ლიდერებს არასაპარლამენტო ოპოზიცია აფრთხილებს, არ დაუშვან საკონსტიტუციო პროექტის ჩაგდება და არჩევნების თარიღით მანიპულირება.

მმართველ გუნდში კი ამტკიცებენ, რომ არჩევნების თარიღის შეცვლასთან დაკავშირებით უმრავლესობის ფორმატში არ უმსჯელიათ და ამბობენ, რომ საფრთხე არც 8 მარტის შეთანხმებას ემუქრება. "ქართული ოცნების" ლიდერების თქმით,  არჩევნების თარიღის ცვლილებას მხოლოდ ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარება და მასთან დაკავშირებული რისკები განაპირობებს. დღეს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ისიც არ გამორიცხა, რომ კონკრეტული ინიციატივები პროექტზე მსჯელობის დროს კონკრეტულ პოლიტიკოსებს ჰქონდეთ.

დღის ამბები