29 ნოემბერი 2024,   20:49
ვრცლად
გავრცელებული ინფორმაცია 20 ივნისს ქალაქ თბილისის ხელმეორე ჩაკეტვასთან დაკავშირებით, არ შეესაბამება სიმართლეს - მთავრობის სტრატკომი

სამთავრობო ორგანიზაცია მთავრობის სტრატკომი განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, გავრცელებული ინფორმაცია 20 ივნისს ქალაქ თბილისის ხელმეორე ჩაკეტვასთან დაკავშირებით, არ შეესაბამება სიმართლეს.

მათივე თქმით, ქვეყანაში არსებული ამჟამინდელი ეპიდსიტუაცია არ იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ თბილისი ან რომელიმე სხვა ქალაქი ჩაიკეტება.

"სხვადასხვა მედიასაშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია 20 ივნისს ქალაქ თბილისის ხელმეორე ჩაკეტვასთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს გარკვეული ჯგუფების მიერ საზოგადოების სიცრუეში შეყვანას.

ქვეყანაში არსებული ამჟამინდელი ეპიდსიტუაცია არ გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ თბილისი ან რომელიმე სხვა ქალაქი ჩაიკეტება," - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები