29 ნოემბერი 2024,   20:30
ვრცლად
რა რეგულაციების და რეკომენდაციების გათვალისწინება მოუწევთ მგზავრებს საჰაერო ავიამიმოსვლის აღდგენის შემდეგ 

Covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" რეგულარული საჰაერო ავიამიმოსვლის აღდგენის შემდეგ გასათვალისწინებელ რეგულაციებსა და რეკომენდაციებს აქვეყნებს.

აეროპორტის გაფრენისა და მოფრენის ტერმინალში დაიშვებიან მხოლოდ მგზავრები, შშმ პირებისა და ბავშვების გამცილებლები და მომსახურე პერსონალი.

სავალდებულოა თერმული სკრინინგის გავლა.

აეროპორტში და საჰაერო ხომალდზე მგზავრები დაიშვებიან პირბადით.

აეროპორტის ტერიტორიაზე აუცილებელია 1.5 მეტრიანი დისტანციისა და პირადი ჰიგიენის დაცვა.

აეროპორტშივე შეგიძლიათ, შეიძინოთ ერთჯერადი ნიღბები, ხელთათმანები ან სადეზინფექციო ხსნარი.

გამოყენებული ერთჯერადი პირბადეები, ხელსახოცები და სხვა ერთჯერადი ნარჩენები მოათავსეთ დახურულ, სპეციალურად გამოყოფილ კონტეინერებში.

ეკიპაჟის წევრები, შშმ პირები და ბავშვიანი მგზავრები ისარგებლებენ ცალკე გასასვლელით.

გამცილებლებისთვის და დამხვედრთათვის თავშეყრის ზონები გამოიყოფა სამგზავრო ტერმინალის გარე ტერიტორიაზე.

საჰაერო ხომალდზე შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფილი იქნება მგზავრებს შორის უსაფრთხო დისტანცია (გამონაკლისს წარმოადგენენ ოჯახის წევრები).

მგზავრებმა უნდა გაითვალისწინონ გადამყვანი ავიაკომპანიის მითითებები.

COVID-19-სთვის დამახასიათებელი სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში, მგზავრებმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ აეროპორტის ან ავიაკომპანიის პერსონალს.

3 საათზე ნაკლები ხანგრძლივობის ფრენისას აკრძალულია მგზავრთა კვებით მომსახურება.

დანიშნულების აეროპორტში ჩაფრენისას მგზავრები გაივლიან თერმულ სკრინინგს.

ყოველი რეისის შემდეგ საჰაერო ხომალდს ჩაუტარდება დეზინფექცია, ხოლო აეროპორტში რეგულარულად დამუშავდება ხშირად გამოყენებული ზედაპირები

დღის ამბები