29 ნოემბერი 2024,   20:46
ვრცლად
8 მარტის შეთანხმების დარღვევაზე არათუ უსაუბრია, არავის უფიქრია - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ 8 მარტის შეთანხმების შესრულებას საფრთხე არ ემუქრება. მდინარაძემ აღნიშნა, რომ არჩევნების თარიღის გადაწევა-გადმოწევასთან დაკავშირებით "ქართულ ოცნებაში" განხილვა არ ყოფილა. 

"არანაირ ცვლილებაზე საუბარი არ არის, მსგავსი საკითხები ჩვენთან არ განხილულა. არც 8 მარტის შეთანხმების დარღვევაზე არ უფიქრია არავის, არათუ უსაუბრია. "ქართული ოცნების" საპარლამენტო გუნდი მთელი შემადგენლობით დაუჭერს მხარს ცვლილებებს. გვეყოფა ხმები იმისთვის, რომ 8 მარტის შეთანხმება შესრულდეს და ის სისტემა, რომელზეც შევჯერდით, აღსრულდეს და ამით ჩატარდეს ოქტომბერში არჩევნები. რაც შეეხება თარიღის ცვლილებას, ამასთან დაკავშირებით როგორც კი კითხვა დაისმება, ამაზე არსებობს მხოლოდ ტექნიკური პასუხი - თუ გამოცხადდება საგანგებო მდგომარეობა, გადაიდება, მეტს ვერავინ ვერაფერს უპასუხებს,"-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, დღეს მმართველ გუნდში არ გამორიცხეს, რომ საპარლამენტო არჩევნები დაგეგმილზე უფრო ადრე ჩატარდეს.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების თარიღის შესაძლო გადმოწევასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში გაკეთებულ განცხადებებს ოპოზიციის მწვავე შეფასებები მოჰყვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები