29 ნოემბერი 2024,   21:53
ვრცლად
COVID-19-ის 3 ახალი შემთხვევა საქართველოში - ერთ-ერთი დაინფიცირებული მძღოლია

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. ცნობილია, რომ სამი დაინფიცირებულიდან ერთ-ერთი მათგანი მძღოლია.

"რუსთავი 2-ს" თბილისის ზღვის ჰოსპიტლის წარმომადგენელმა ნინი კილაძემ ინფორმაცია დაუდასტურა და აღნიშნა, რომ სამი დაინფიცირებული პაციენტიდან მედპერსონალი არცერთი არ არის.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინფიცირებული პაციენტების სხვადასხვა კლინიკებში გადანაწილება.

ინფიცირებულთა შესახებ დეტალური ინფორმაცია 17:00 საათზე თბილისის ზღვის ჰოსპიტალში დაგეგმილ სპეციალურ ბრიფინგზე გახდება ცნობილი. 

დღის ამბები