29 ნოემბერი 2024,   20:51
ვრცლად
ჟურნალისტის მიმართ ნებისმიერი ძალადობრივი ანგარიშსწორება და თავდასხმის ორგანიზება მიუღებელია - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ჟურნალისტის მიმართ ნებისმიერი ძალადობრივი ანგარიშსწორება და თავდასხმის ორგანიზება მიუღებელია.

არჩილ თალაკვაძის თქმით, სუსმა პროფესიონალურად იმუშავა და მძიმე დანაშაული აღკვეთა, რომელიც ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოების და მედიისა და ჟურნალისტის საქმიანობის წინააღმდეგ იყო მიმართული.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პროფესიონალურად იმუშავა და მძიმე დანაშაული აღკვეთა, რომელიც სავარაუდოდ, ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოების და მედიისა და ჟურნალისტის საქმიანობის წინააღმდეგ იყო მიმართული. 

ჟურნალისტის მიმართ ნებისმიერი ძალადობრივი ანგარიშსწორება და თავდასხმის ორგანიზება ჩვენთვის მიუღებელია და ჩვენს ქვეყანაში არავის მივცემთ ამის უფლებას. სახელმწიფო, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ კანონის უზენაესობის და დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპების პატივისცემით - იცავს თავისი მოქალაქეების უსაფრთხოებას. 

გამოძიება გრძელდება და აუცილებლად უნდა დადგინდეს, თუ კონკრეტულად ვის ინტერესებში იყო ამ დანაშაულის ორგანიზება და მისი შედეგები, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს რომ არ აღეკვეთა, მაღალი ალბათობით, გამოიწვევდა საქართველოს და მისი ხელისუფლების საერთაშორისო დისკრედიტაციას," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, თბილისში სპეცოპერაციის დროს დაკავებულ ბოკოვს ბრალი გუშინ წაუყენეს. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას, რომ საქართველოში ბიზნესი ჰქონდა, რეალურად კი სრულიად სხვა საქმიანობით იყო დაკავებული, რაც მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მიზეზი გახდა. ქავთარაძეზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულს ბრალი ყალბი დოკუმენტების დამზადება- შენახვა-გამოყენების მუხლით წაუყენეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია და აცხადებენ, რომ ვ.ბ. დაკავებულია შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმის ფარგლებში და მოუწოდებენ ყველას, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.

ვასამბეგ ბოკოვი სუსმა ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის  შედეგად 12 ივნისს დააკავა.

დღის ამბები