29 ნოემბერი 2024,   20:32
ვრცლად
მეშახტეები სამუშაო პროცესს აღადგენენ, მათ გაფიცვის დროს გაცდენილი დღეებიც აუნაზღაურდებათ - კომპანიასა და მეშახტეებს შორის მოლაპარაკება შედგა

მეშახტეებსა და კომპანიას შორის მოლაპარაკებები შედგა. დასაქმებულები ხვალიდან სამუშაო პროცესს აღადგენენ.

მათი თქმით, კომპანიის ხელმძღვანელებმა პირობა დადეს, რომ უსაფრთხოების ნორმები გაუმჯობესდება, ხელფასების გადახედვა კი 27 აგვისტოდან დაიწყება.

ასევე აუნაზღაურდებათ გაფიცვის დროს გაცდენილი დღეები. დაიწყება ტექნიკური გადაიარაღება და მეშახტეების გადამზადება. მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა საათზე მეტხანს გრძელდებოდა.

შეგახსენებთ, მეშახტეების პროტესტი 2 დღის წინ მომხდარ ინციდენტს მოჰყვა. საუბარია მინდელის შახტში ლიფტის ჩავარდნის ფაქტზე, რა დროსაც ლიფტში 22 მეშახტე იმყოფებოდა. 

დღის ამბები