29 ნოემბერი 2024,   21:33
ვრცლად
4000 კვადრატამდე დამწვარი ტერიტორია - ვარკეთილის შერეულ ბაზარზე ცეცხლი სრულად ლიკვიდირებულია

ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძარი უკვე ბოლომდე ჩამქრალია, თუმცა ადგილზე ამ დრომდე მეხანძრეებთან ერთად მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

ხანძრის კერების ლოკალიზება ბაზრობაზე დასრულდა. ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი ჯერჯერობით უჭირს თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროს ოთარ კერესელიძეს.

"ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. დამწვარია 4000 კვადრატამდე ჯიხურები. მთელი ღამის მანძილზე მოუწიათ მეხანძრეებს მუშაობა. ჯერჯერობით მიჭირს ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი. გვერდზე იყო ბენზინგასამართი სადგური, ინახებოდა ფოიერვერკები და აფეთქების დიდი საშიშროება იყო,"- განაცხადა ოთარ კერესელიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ გვიან ღამით ვარკეთილის ტერიტორიაზე შერეულ ბაზრობას გაუჩნდა ცეცხლი, რის შედეგადაც ჯიხურების დიდი ნაწილი დაიწვა, მთელი ღამის მანძილზე ბაზრობის ტერიტორიაზე 25 სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული და დილამდე ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდნენ.

მოვაჭრეები ხელისუფლებისგან დახმარებას და ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

დღის ამბები