29 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
კახეთში სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

კახეთში ქრთამის აღების ფაქტზე სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის სამსახურის უფროსი სპეციალისტი დააკავეს.

კახეთის რეგიონის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს წვევამდელის ჯარში გაწვევის გადავადების სანაცვლოდ თანხის გამორთმევაში ადანაშაულებენ.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში დაკავებულს 6-დან 9-წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები