29 ნოემბერი 2024,   20:32
ვრცლად
სუსში რასობრივი დისკრიმინაციის თემაზე დღეს მმართველი გუნდის დეპუტატებიც იმყოფებოდნენ - დეტალებზე კი გაუთქმელობის ხელწერილის გამო არ საუბრობენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კიდევ ერთ მასშტაბურ საქმეს იძიებს, რომელშიც გამოკითხულ პირთა წრე ყოველდღე ფართოვდება.

საქმე რასობრივ დისკრიმინაციას ეხება. სუსში დღეს დილიდან დაბარებულნი იყვნენ მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები, მათ შორის რადიკალური მემარცხენე ჯგუფების წარმომადგენლები.

საქმე საკმაოდ დელიკატური და საფრთხილოა, ის ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას ეხება და მხოლოდ ნარიმანოვის ძეგლის დემონტაჟის ინიციატივას არ ეხება.

საკითხთან დაკავშირებით გამოკითხვაზე დღეს "ქართული ოცნების" დეპუტატებიც იმყოფებოდნენ, თუმცა 2 საათიანი გამოკითხვის შემდეგ დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებიათ.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკის” წევრი, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებს და აღნიშნავს, რომ ხელი გაუთქმელობის ხელწერილზე აქვს მოწერილი.

"კურიერის" ინფორმაციით, კითხვების დიდი ნაწილი ეხება, როგორც სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებებს, ასევე ნარიმან ნარიმანოვის ძეგლს.

ხვალ გამომძიებლები მოუსმენენ მესამე სექტორს და გამოიკითხება "იემსის" ადვოკატი თამთა მიქელაძე.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას. 

დღის ამბები