29 ნოემბერი 2024,   20:35
ვრცლად
ჩეჩენი ეროვნების რუსეთის მოქალაქის დაკავება - ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები "კურიერში"

კომპანია, რომლის წარმომადგენლებსაც "კურიერთან" საუბარი არ სურთ, შპს "რეესტრი+"-ია. სწორედ ეს საშუამავლო სააგენტო ასრულებდა მნიშვნელოვან როლს იმ გამოძიების ფარგლებში, სადაც სახელწიფო უსაფრთხოების სამსახური ეროვნებით ჩეჩენი მამაკაცის დანაშაულის კვალზე გავიდა.

"კურიერის" ინფორმაციით, პირი, რომელიც 12 ივნისს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს აიყვანეს, დაკვირვების ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე იმ ყალბი დოკუმენტების ექსპერტიზა დაიწყო, რომელიც ბრალდებულმა კონკრეტული მიზნებისთვის შეიძინა.

გამოძიებამ ბრალის დადგენილების ნაწილში არ განმარტა - ყალბი დოკუმენტები დამზადებული იყო თუ არა მხოლოდ ერთი პირის სახელზე.

"კურიერმა" გაარკვია, რომ ამ დრომდე გრძელდება იმ საბუთების ნამდვილობის შესწავლა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თითქმის ორთვიანი გამოძიების ფარგლებში მოიპოვა. სწორედ ექსპერტიზის პასუხზე იქნება დამოკიდებული, დაუმძიმდება თუ არა ეროვნებით ჩეჩენს დანაშაული, რომელიც სავარაუდოდ ფიგურირებს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეშიც. არსებობს ვარაუდი, რომ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ვასამბეკ ბოკოვი პანკისიდან კონკრეტული პირების ქვეყნიდან გაყვანას გეგმავდა, რა მიზნით- უცნობია.

აქამდე ახმედად ცნობილი ვასამბეკ ბოკოვი მოსამართლემ პატიმრობაში ისე დატოვა, რომ პროცესზე არაფერი ითქვა, რა მიზნებისთვის იყენებდა ყალბ დოკუმენტებს ბრალდებული. მისი რეალური სახელი და გვარი "კურიერმა" დღეს გაარკვია, მანამდე ყველას ის აჰმედის სახელით გაეცნო და მალავდა საკუთარ განზრახვას - რისთვის ჩამოვიდა საქართველოში.

ბრალდებული ბოკოვი ამ მისამართზე ბოლო რამდენიმე თვეა ცხოვრობს. ქვეყანაში ჩამოსვლის შემდეგ ის უძრავი ქონების გაქირავების სააგენტოს თანამშრომლებს რუსული სატელეფონო ნომრით დაუკავშირდა. დასახლდა ქავთარაძის 14 ნომერში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ისე, რომ უარი თქვა წარედგინა მისი ვინაობის დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტი.

საქართველოში ყოფნის დროს ჩეჩენი ბრალდებული აქტიურად სტუმრობდა პანკისის ხეობასაც. ხვდებოდა ადგილობრივებს, რომლებმაც დღეს "კურიერისგან" შეიტყვეს, რომ მათი ახლობელი აჰმედი, რეალურად ვასამბეკ ბოკოვია. ერთ-ერთი ვერსიით, მისი გეგმების დიდი ნაწილი დაკავშირებული იყო სწორედ ხეობასთან და ადგილობრივ მოსახლეობასთანაც. მექა ხანგოშვილი ერთ-ერთია, რომელმაც მოისმინა დაკავებულის ისტორია, რომელიც ამბობდა, რომ საქართველოში ბიზნესი ჰქონდა. 

ვასამბეკ ბოკოვი ჯერჯერობით გამოძიებას არც მოწმის და არც ბრალდებულის სტატუსით გამოუკითხავს. პირდაპირი მოწმეების ჩვენებების გარდა საქმეში დევს ვიდეო და აუდიო ფაილები, რა გზით იყენებდა ყალბ დოკუმენტებს ეროვნებით ჩეჩენი რუსეთის მოქალაქე.

დღის ამბები