29 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევნები კიდევ ერთი დასტური იქნება ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების სიმწიფის - დავით ზალკალიანი

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ მოსაწვევები ყველა საერთაშორისო დამკვირვებელს გაუგზავნა.

საგარეო საქმეთა მინისტრის აზრით, მომავალი არჩევნები დემოკრატიული ინსტიტუტების სიმწიფის კიდევ ერთი დასტური იქნება.

"ჩვენ უკვე დავუგზავნეთ მოსაწვევები ყველა საერთაშორისო დამკვირვებელს, რომელიც ჩართულია არჩევნების მონიტორინგის პროცესში.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევნები კიდევ ერთი დასტური იქნება ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების სიმწიფის და იმის, რომ საქართველოს გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე არის შეუქცევადი," - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

დღის ამბები