29 ნოემბერი 2024,   20:26
ვრცლად
აშშ აფასებს საქართველოს წვლილს არა მხოლოდ ავღანეთში მიმდინარე მისიაში, არამედ გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში - კელი დეგნანი

თავდაცვის მინისტრი და აშშ-ის ელჩი საჩვენებელ სწავლებას დაესწრნენ. ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე მტკიცე მხარდაჭერის მისიის გადასროლისწინა წვრთნა ამერიკელ სამხედროებთან ერთად, წელს პირველად გერმანიის ნაცვლად საქართველოში ჩატარდა. დღემდე, ქართველი სამხედრო მოსამსახურეები საერთაშორისო მისიისთვის მზადების ბოლო ეტაპს გერმანიაში გადიოდნენ, სადაც მათი საბოლოო შეფასება ხდებოდა. დღეს კი, აღნიშნული წვრთნები უკვე საქართველოს თავდაცვის ძალების ბაზაზე ჩატარდა.

"ნამდვილად შთამბეჭდავია, თუ როგორ აუმჯობესებენ უნარ-ჩვევებს მამაცი ქართველი სამხედროები. მათ შესანიშნავი სწავლება წარმოგვიდგინეს. ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან აფასებს საქართველოს წვლილს არა მხოლოდ ავღანეთში მიმდინარე მისიაში, არამედ ზოგადად, გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. აღნიშნული სერტიფიცირების სწავლება განსაკუთრებული მიღწევაა, რადგან საქართველომ უმასპინძლა, ორგანიზება გაუწია და განახორციელა სწავლების ბოლო ეტაპი საქართველოში. ეს არის ნატოსადმი საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებებისა და მისი წვლილის მკაფიო დემონსტრირება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი კორონავირუსის პანდემიის ფონზე მიმდინარეობს. ვფიქრობ, რომ ქართველი სამხედროების მიერ გამოჩენილი ზრუნვა მათი მოქალაქეების მიმართ ნათლად აჩვენებს, თუ როგორ კარგად ასრულებენ ისინი დაკისრებულ ამოცანებს. ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ავღანეთში წარმატებულ მისიას ვუსურვებ,"-აღნიშნა კელიდეგნანმა.

დღის ამბები