29 ნოემბერი 2024,   20:49
ვრცლად
არჩევნები ეპიდემიის პირობებში საკმაოდ სერიოზული გამოწვევაა, როდესაც ადამიანები უბანში უნდა მივიდნენ და არჩევანი დააფიქსირონ - გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა სერიოზულ ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ არჩევნებისას ვირუსის გავრცელება მინიმიზირებული იყოს.

პრემიერ-მინისტრმა ლოპოტაზე, საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ არჩევნები ეპიდემიის პირობებში საკმაოდ სერიოზული გამოწვევაა.

"ყველას კარგად გვახსოვს, რომ საქართველოში წელს საარჩევნო წელია, რამდენიმე თვეში იქნება არჩევნები. წინასაარჩევნო პროცესს - აგიტაციიდან დაწყებული, პარტიებს შორის შეჯიბრებითობით და ადამიანებთან შეხვედრებით, ამასაც თავისი მობილობა მოჰყვება.

არჩევნებიც თვითონ ეპიდემიის პირობებში საკმაოდ სერიოზული გამოწვევაა მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ ფიზიკურ არჩევნებზე, როდესაც ადამიანები უბანში უნდა მივიდნენ და თავიანთი არჩევანი დააფიქსირონ.

ჩვენ ამ მიმართულებითაც ახლა ძალზედ სერიოზულ ნაბიჯებს ვდგამთ იმისთვის, რომ აქ არანაირი ეპიდემიოლოგიური საფრთხე არ იყოს ან არჩევნების გამო ვირუსის გავრცელება მინიმიზირებული იყოს და ჩვენ ამას შევძლებთ ყველა შემთხვევაში. საქართველოში უნდა ჩატარდეს ყველაზე სუფთა, ყველაზე დემოკრატიული და ყველაზე გამჭირვალე არჩევნები. უნდა იყოს მიტინგებიც, უნდა იყოს დებატებიც და არჩევნებიც. ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები