29 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
ჩვენ ვართ უსაფრთხო, მწვანე, სასურველი ქვეყანა ყველა ვიზიტორისთვის - ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან ყვარელში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ელჩების თანადგომით ტურიზმის სექტორი სწორედ დათქმულ დროს, 15 ივნისს გაიხსნა.

მინისტრმა ელჩებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო კვლავ მწვანე ზონად დარჩა.

"ჩვენ შევძელით და გავხსენით შიდა ტურიზმი დათქმულ დროს,15 ივნისს, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი სწორად გავაკეთეთ და ყველაფერი ისე გამოგვივიდა, როგორც ვფიქრობდი და როგორც ვგეგმავდით.

ეს არის ძალიან დიდი, მუხლჩაუხრელი შრომის შედეგი, ერთობლივი ძალისხმევის შედეგი და ნამდვილად არ ვგულისხმობ მხოლოდ მთავრობას, მაგრამ მთავრობა მართლაც 24 საათიან რეჟიმში მუშაობდა იმისთვის, რომ აი ეს წარმატებული ეტაპი მოსულიყო.

ეს არის კერძო სექტორის ძალიან დიდი ჩართულობა და ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიას და ეს არის თქვენი დახმარება ძვირფასო ელჩებო იმიტომ, რომ შიდა ტურიზმის გახსნა მოხდა იმ ფონზე, როდესაც საქართველომ მოიპოვა დღესდღეობით ძალიან მნიშვნელოვანი აღიარება - ჩვენ ვართ აღიარებული, როგორც უსაფრთხო დანიშნულების ქვეყანა, მწვანე ქვეყანა, სასურველი ქვეყანა ყველა ვიზიტორისთვის და ამაში არის თქვენი უდიდესი დამსახურება იმიტომ, რომ ძალიან აქტიურად გვიდგახართ გვერდში თქვენი ქვეყნის მთავრობებთან ურთიერთობაში,"- განაცხადა ნათია თურნავამ.

დღის ამბები