29 ნოემბერი 2024,   20:52
ვრცლად
7 არასამთავრობო ორგანიზაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს, ანა დოლიძეს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებს

7 არასამთავრობო ორგანიზაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს, ანა დოლიძეს მოუწოდებს, დატოვოს თანამდებობა თუ ის პოლიტიკაში აქტიურ მოღვაწეობას აპირებს.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა პარტია დააფუძნა. პარალელურად საბჭოს წევრად რჩება. "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ხელმომწერი ორგანიზაციები აქტიურად უჭერდნენ მხარს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპოლიტიზების საკითხს.

სწორედ ამ მიზნით, 2013 წლის საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნენ პარლამენტის წევრები, ისინი ჩანაცვლდნენ აკადემიური წრეების წარმომადგენლებით, რომლებსაც აეკრძალათ პოლიტიკური საქმიანობა.

"თუ ანა დოლიძე ახლო მომავალში აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას გეგმავს, მნიშვნელოვანია მან თავად და დროულად მიიღოს გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ.

ამავდროულად მოქმედი კანონმდებლობით ანა დოლიძის თანამდებობიდან გადაყენების უფლებამოსილება არცერთ სახელმწიფო ორგანოს არ აქვს," - ნათქვამია 7 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები