29 ნოემბერი 2024,   20:29
ვრცლად
პანდემიის ფონზე, საარჩევნო პროცესში საჭირო წესების შესახებ გადაწყვეტილებას ხელისუფლება ოპოზიციასთან კონსულტაციების საფუძველზე მიიღებს

ხელისუფლება ოპოზიციასთან კონსულტაციების საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას იმ წესებთან დაკავშირებით, რომლის დაცვაც საარჩევნო პროცესში იქნება საჭირო.

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველი გუნდი ეცდება არჩევნების ჩატარების ისეთი წესი შეიმუშაოს, რომელიც მოქალაქეებს ინფექციის გავრცელებისგან დაიცავს და პარალელურად საარჩევნო უფლებას უზრუნველყოფს.

მისივე ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა და პროცესში ჩართულები არიან როგორც ცესკო, ასევე საერთაშორისო პარტნიორები, რომლებსაც რეკომენდაციებისთვის ხელისუფლებამ უკვე მიმართა.

"ვეცდებით შევიმუშაოთ საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ისეთი წესი, რომელიც ერთის მხრივ მოქალაქეებს და ჩვენს საზოგადოებას დაიცავს ინფექციის გავრცელებისგან, მეორეს მხრივ ასევე უზრუნველყოფს საარჩევნო უფლების სრულ რეალიზებას.

ამაზე მიმდინარეობს მუშაობა, ჩართულია ცენტრალური საარჩევნო კომისია, ჩართულნი არიან ჩვენი პარტნიორები. ჩვენ მივმართეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ასევე, რომ მოგვცენ ამ თემებზე კონსულტაცია და რჩევები, თუმცა სამომავლოდ რასაკვირველია, ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას თუ რა იქნება კონკრეტულად ის წესები, რომელიც არჩევნების საარჩევნო პროცესში იქნება საჭირო," - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

დღის ამბები