29 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
როგორც ყველა რესპირატორული ვირუსი, კორონავირუსიც შეიძლება გააქტიურდეს შემოდგომაზე - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღანელის ამირან გამყრელიძის  კორონავირუსის მეორე ტალღა შესაძლოა შემოდგომაზე გააქტიურდეს.

გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ინფიცირების შედარებით მსუბუქი ფორმები ვლინდება.

"შედარებით იმატებს ე.წ. მსუბუქ შემთხვევათა რიცხვი. ეს ახალი დადასტურებული შემთხვევები შემიძლია გითხრათ, რომ კლინიკურად შედარებით უფრო დამაკმაყოფილებლად მიმდინარეობს.

რაც შეეხება მეორე ტალღას, მსოფლიოში ძირითადად გლობალურად პროგნოზირებენ, რომ როგორც ყველა რესპირატორული ვირუსი, შეიძლება, გააქტიურდეს შემოდგომის პერიოდში, აციების პერიოდში, იმისდა მიხედვით, თუ რომელ სარტყელში ვართ. ჩვენ, მოგეხსენებათ, რესპირატორული ვირუსები, ძირითადად, აქტიურდებიან ოქტომბრის მეორე ნახევრიდან და შესაძლებელია, გრიპთან ერთად, მოხდეს კორონავირუსული ინფექციის გააქტიურებაც. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ მეცნიერთა გარკვეული ჯგუფი ემხრობა იმას, რომ თანდათანობით, ვირუსის აგრესიულობა და ვირულენტობა იკლებს," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები