ევროკავშირის წევრი ქვეყნები ერთმანეთისთვის საზღვრებს ხსნიან. მათ შორის არის გერმანია, ჩეხეთი და საბერძნეთი.
საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა და შტატებში დაღუპულთა რაოდენობა იკლებს. ამერიკაში ბოლო 24 საათში 382 ადამიანი დაიღუპა. ეს აპრილის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
საფრანგეთში კორონავირუსით ბოლო დღე-ღამეში 9 ადამიანი გარდაიცვალა. დღეიდან ქვეყანა მწვანე ზონად ცხადდება.
ბრიტანეთში კი ბოლო 24 საათში ვირუსის შედეგად დაიღუპა 36 ადამიანი, რაც 21 მარტის შემდეგ ყველაზე მცირე მაჩვენებელია. მონაცემები სწრაფად მატულობს ბრაზილიაში. ქვეყანა ფატალური შემთხვევებით მე-2 ადგილზეა.
რაც შეეხება ჩინეთს, სადაც ვირუსის შემთხვევები მატულობს – ბოლო 24 საათში გამოვლინდა 49 ახალი ინფიცირებული. მათგან 36 პეკინში, სადაც ვირუსი ერთ-ერთ სასურსათო ბაზარში გავრცელდა. ამის გამო 10 დიდი ქალაქის მოსახლეობას პეკინში ჩასვლა აუკრძალეს.