29 ნოემბერი 2024,   20:29
ვრცლად
დღეიდან საქართველოში შიდა ტურიზმი იხსნება - რა წესების დაცვა მოუწევთ დამსვენებლებს

დღეიდან საქართველოში შიდა ტურიზმი იხსნება. ქვეყნის მასშტაბით სასტუმროები და დასასვენებელი კომპლექსები სტუმრებს მიიღებენ, თუმცა, მათ დადგენილი წესების შესრულება მოუწევთ. დღეიდან დამთვალიერებლებისთვის იხსნება დაცული ტერიტორიებიც.

"კურიერი" სასტუმროების წარმომადგენლებს გაესაუბრა. ისინი აცხადებენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციას მაქსიმალურად ითვალისწინებენ.

"ყველა რეკომენდაცია გავითვალისწინეთ, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ გამოგვიგზავნა, ეს შეეხება როგორც თანხის გადახდას ელექტრონულად, ასევე სტუმრებისთვის თერმოსკრინინგის ჩატარებას. ეს იქნება პერსონალისთვის ბახილები, ხელთათამანები, პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები, აუზის დასამუშავებელი ხსნარები, მუდმივი ფილტრაცია და ა.შ. რაც ყველაზე მთავარია, დისტანცია, რომელიც აუცილებლად უნდა დავიცვათ როგორც პერსონალმა, ისე მომხმარებელმაც,"- აცხადებს "შატო იყალთოს" მენეჯერი ფარნა მაყაშვილი.

დაცული ტერიტორიების მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნიკო თევდორაშვილი აცხადებს, რომ ობიექტები აღჭურვილია პრევენციისთვის გათვალისწინებული საშუალებებით და ვიზიტორებს რეგულაციების შესრულებისკენ მოუწოდებს.

"მოგზაურობისას გავითვალისწინოთ COVID 19-ის პრევენციისთვის დადგენილი რეკომენდაციები, რომელიც გულისხმობს დახურულ სივრცეებში და მღვიმეებში პირბადით გადაადგილებას, დისტანციის დაცვას. ასევე, ვიზიტორთა ცენტრები და ობიექტები აღჭურვილია პრევენციისთვის გათვალისწინებული საშუალებებით. ამიტომ, ხშირად გამოვიყენოთ მადეზინფიცირებელი საშუალებები, დავიბანოთ ხელი,"განაცხადა ნიკო თევდორაშვილმა

იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ეპიდვითარება სტაბილური იქნება, 1 ივლისიდან საქართველო საზღვრებს უცხოელი ტურისტებისთვისაც გახსნის. 

დღის ამბები