29 ნოემბერი 2024,   20:33
ვრცლად
თურქეთში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

მსხვერპლი მოჰყვა მიწისძვრას თურქეთში - დაიღუპა ერთი და დაშავდა 18 ადამიანი. სტიქია ბინგოლის პროვინციაში საღამოს საათებში დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 5.7 მაგნიტუდა შეადგინა.

ჩამოინგრა სამეთვალყურეო კოშკები და დაზიანდა ათობით საცხოივრებელი სახლი. იყო განმეორებითი ბიძგებიც.

ხელისუფლებამ სტიქიის ზონაში ვერტმფრენით 550 კარავი გაგზავნა. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები არიან მობილიზებული.

დღის ამბები