29 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
დღეიდან დახურულ სივრცეში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტაქსიში პირბადის ტარება სავალდებულოა

დღეიდან დახურულ სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულოა. მოქალაქეებს პირბადეების გაკეთება მოუწევთ როგორც დახურულ სივრცეებში, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მათ შორის, ტაქსიში. კანონდამრღვევ ფიზიკურ პირს ჯარიმა 20 ლარის, ხოლო იურიდიულს - 500 ლარის ოდენობით დაეკისრება. მოქალაქესთან ერთად დაჯარიმდება ობიექტის მფლობელიც, ტრანსპორტის შემთხვევაში - მძღოლი.

"კურიერი" საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეებს გაესაუბრა. მათი უმეტესობა მიიჩნევს, რომ პირბადის ტარება საფრთხის ასაცილებლად აუცილებელია, თუმცა ჯარიმებს არ ეთანხმება.

"გვიკეთია, როგორც საჭიროა, ისე ვიქცევით. ისედაც დაჯარიმებულია ეს ხალხი, არაფერი გააჩნია გაჭირვებულ ხალხს და კიდევ ჯარიმები რაღად გვინდა, ხომ ვიცით რომ საჭიროა. გინდა იმას მოვუხრჩვივარ, გინდა ამ ბადეს, ამ სიცხეში, სულ ერთია ჩემთვის, რა გამგუდავს,"-აცხადებს ერთ-ერთი გარემოვაჭრე. 

ახალი რეგულაციებით განისაზღვრა ქორწილის, ნათლობის, დაბადების დღისა და ქელეხის გადახდის წესი - მსგავს თავყრილობებზე არ უნდა იყოს 10 პირზე მეტი. ჯარიმა, ამ შემთხვევაში, გაცილებით მეტია და ის ფიზიკური პირისთვის 2 ათას ლარს ითვალისწინებს.

დღის ამბები