29 ნოემბერი 2024,   20:52
ვრცლად
პანდემიის გამო გაჩერებული ტურისტული სექტორის აღდგენა საკმაოდ გართულდება - ტურიზმის ასოციაცია

ხვალიდან ქვეყანაში შიდა ტურიზმი იხსნება. ქვეყნის მასშტაბით სასტუმროები ვიზიტორებს მიიღებენ. სასტუმროების მფლობელები და ტურისტული კომპანიების ხელმძღვანელები ახალი სეზონისთვის ემზადებიან, თუმცა მათ არ აქვთ მოლოდინი, რომ მხოლოდ შიდა ტურიზმი სექტორში არსებულ ეკონომიკურ პრობლემებს მოაგვარებს, რადგან ზარალი, რომელიც 4 თვის განმავლობაში სექტორს მიადგა, რამდენიმე ასეულ მილიონზე მეტია.

ტურიზმის ასოციაციაში აცხადებენ, რომ პანდემიის გამო გაჩერებული ტურისტული სექტორის აღდგენა საკმაოდ გართულდება და ბაზარზე ოპერირებას თითქმის 50% შეძლებს, რომლებიც პანდემიამდე ოპერირებდნენ.

"ვცდილობთ, რომ ვიდრე საერთაშორისო საზღვრები გაიხსნება, შიდა ტურიზმით დავიწყოთ ფუნქციონირება. ყველა ნამდვილად ვერ გადარჩება და ვერ აუბამს ამ რთულ პოსტკრიზისულ პერიოდს ფეხს. ასევე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის გამოწვევები, რაც კერძო სექტორს აქვს, პირველი ალბათ ადამიანურ რესურსთან დაკავშირებით მონაცემები. მეორე არის შეჩერებული პროდუქტების ნაკლებობა და მესამე, უკვე გადავადებული სესხების შემდგომ გადახდა," - განაცხადა ტურიზმის ასოციაციის წევრმა ნინა კეკელიძემ.

რაც შეეხება სასტუმროს ქსელების მეპატრონეებს, მათი თქმით, პირველ ეტაპზე შიდა ტურიზმის გახსნა გარკვეულწილად შეამსუბუქებს მათ ფინანსურ კრიზისს, თუმცა მათი შემოსავალი ძირითადად უცხოელ ტურისტებზეა დამოკიდებული.

დღის ამბები