ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთს უკვე ორი საათია ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.
პრობლემა მას შემდეგ შეიქმნა, რაც გზაზე მოძრავი ტრაილერი ზედა კორპუსით გაზის მილს წამოედო. როგორც "კურიერს" კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზში" განუცხადეს, გათიშულია 300-მდე აბონენტი და მათ ბუნებრივი აირის მიწოდება ხვალ დღის მანძილზე აღუდგებათ.