29 ნოემბერი 2024,   20:30
ვრცლად
COVID-19-ის ახალი შემთხვევებიდან 4 ე.წ. მუშევანის კლასტერიდან არის 

იზრდება ბოლნისის მუნიციპალიტეტში ინფიცირებული პაციენტების რიცხვი. 13 ახალი ინფიციფრებულიდან 4 ე.წ. მუშევანის კლასტერია. როგორც ადგილობრივ მუნიციპალიტეტში აცხადებენ, ისინი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდნენ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის დავით შერაზაშვილის თქმით, ვითარება კონტროლს ექვემდებარება და შესაძლოა ხვალიდან სოფელი გეტა გაიხსნას.

"სტაბილურია სიტუაცია. კონტროლს ექვემდებარება მთლიანად. სოფელი გეტა სავარაუდოდ ხვალ გაიხსნება, ჩვენ გვაქვს ეპიდემიოლოგების სარეკომენდაციო წერილი გახსნაზე და მთავრობის გადაწყვეტილებას ველოდებით, დიდი ალბათობით ხვალ გეტა გაიხსნება. ვფიქრობთ, რომ თვის ბოლოსთვის მუშევანიც შესაძლებელია გაიხსნას," - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

დაავადებათა ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 13-ვე ფაქტი იდენტიფიცირებულია, ცნობილია ინფექციის გავრცელების წყაროები და საქმე ახალ კლასტერთან არ გვაქვს.

დღის ამბები