სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 663 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ხუთი ადამიანი გარდაიცვალა.
14 ივნისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე "კოვიდ-19-ის" 16 600-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა.
გარდაიცვალა 269 ადამიანი. ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება რუსეთშიც, ბოლო 24 საათში თითქმის 9 000 კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 119.
14 ლეტარული და 1 459 ინიფიცირების ახალი შემთხვევა დაფიქსირდა თურქეთში და ინფიცირებულთა რაოდენობა 177 000-მდე, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 4 800-მდე გაიზარდა.