29 ნოემბერი 2024,   20:42
ვრცლად
ეპიდემიოლოგები სოფელ მეტეხში იმყოფებოდნენ - რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფიცირებული სანიტარი ამ სოფლიდან არის

კორონავირუსის ახალი შემთხვევების დაფიქსირების შემდეგ ეპიდემიოლოგები ამჯერად კასპის რაიონის სოფელ მეტეხში მუშაობდნენ, რადგან რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფიცირებული სანიტარი სწორედ ამ სოფლის მკვიდრია.

როგორც "კურიერთან"​ ინფიცირებული სანიტრის ოჯახის წევრებმა აღნიშნეს, ადგილზე ექიმები იმყოფებოდნენ, მათი მონაცემები გადაამოწმეს და მოუწოდეს, დარჩნენ თვითიზოლაციაში.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 13 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მათგან 3 მედპერსონალია. კორონავირუსი რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს დაუდასტურდათ.

დღის ამბები