ახალციხე-ადიგენის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა.
არსებული ინფორმაციით, 55 წლამდე ასაკის მამაკაცი გულის შეტევის შედეგად ცუდად გახდა და საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავ ავტომანქანას შეეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა.
მეორე ავტომანქანის მძღოლი კი ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.